მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილესა და არქიტექტორს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ძაგნიძესა და არქიტექტორ ვალერი მიმინოშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება საქალაქო საასამართლოშ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე იყვნენ დაკავებულები. ბრალდებულები ერთ-ერთ მოქალაქეს ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე “განაშენიანების რეგულირების გეგმის” შეთანხმებას დაჰპირდნენ, რისთვისაც 38 000 დოლარი გამოართვეს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობას, დაცვის მხარე კი სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო ოლქში შეჭრის ფაქტი სამტრედიაში
შემდეგი სტატიასააკაშვილი: პოროშენკო ცდილობს უკრაინაში ჩემს დაბრუნებას ხელი შეუშალოს