მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურება მცირდება

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებული ვარიანტის მიხედვით მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდის მოცულობა შემცირებულია.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებული ვარიანტის პრეზენტაციისას აღნიშნა, 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდის მოცულობა 1 მილიონი 500 ათასი ლარით შემცირდა.

ამასთან, სამივლინებო ხარჯები – 230 ათასი ლარით არის შემცირებული, წარმომადგენლობითი ხარჯები – 368 ათასი ლარით, ხოლო ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯები 449 ათასი ლარით ნაკლებია.

მთლიანობაში კი, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ 900 ათასი ლარით განისაზღვრა.

banner
წინა სტატიაშისაკვების გადამალვის გამო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიამერია ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე, 214 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს