მერიასთან ვითარება შედარებით განიმუხტა

თბილისის მერიასთან ვითარება შედარებით განიმუხტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წარმომადგენელი – ირაკლი აბესაძე, სევდია უგრეხელიძე და ირაკლი ნადირაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე შევიდნენ.

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დავით ნარმანიას მოსთხოვეს პასუხი, რატომ შეიცვალა ბოტანიკური ბაღის საზღვრები, რატომ ხდება ტერიტორიის ალტერნატიულ ფართში გადაცვლა. მათ მოითხოვეს აუქციონის შეჩერება.

დავით ნარმანიასგან კი, მათ მიიღეს პასუხი, რომ „მისმა მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ გასაგებად განმარტა გადაწყვეტილება, ხოლო დღეს მიმდინარე მთავრობის სხდომაზე ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ განსახილველი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ,რომ გააგრძელებენ აქციებს, ვიდრე აუქციონი არ შეწყდება.მათი განცხადებით, არ დაუშვებენ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორია გასხვისდეს.

აქცია მერიასთან დღეს დილიდან განახლდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, ისინი შენობაში პოლიციის თანამშრომლებმა არ შეუშვეს. სიტუაცია დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა. ერთ-ერთ შემთხვევის დროს აქციის მონაწილეებმა თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ნოტარიუსი ნუნუ გინტური სისხლის სამართლის პაუსიხგებაში მისცა
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის საქმე – ადვოკატები მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილების შუამდგომლობას აყენებენ