მერიასთან დაკავებულთა საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

თბილისის მერიასთან აქციის დროს დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და აქტივისტების საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
„პატრულის მიერ წარმოდგენილ კადრებში არსად არ ჩანს, რომ ჩვენ ან ვილანძღებით ან არ ვემორჩილებით პატრულის კანონიერ მოთხოვნებს. პირიქით, ისინი ძალადობდნენ ჩვენზე. ველოდებით, რომ ჩვენ გაგვამართლებენ იმიტომ, რომ არაფერი ფაქტი არ არსებობს, არც ჩანაწერებში, არც მათ მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებში არ ჩანს ჩვენი ბრალეულობა,“ – განაცხადა “ენმ”-ის წევრმა ბესიკ გაზდელიანმა.

6 ადამიანი სამართალდამცავებმა დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება არ იცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს – სერგო რატიანი უკრაინიდან ქართველების გამოძევებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების Javelin-ის გადაცემის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა