მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება

ლარის კურსის გაუფასურების ფონზე დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება, – აღნიშნული შესახებ განცხადება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ გააკეთა.

რაც შეეხება სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურს, ლექვინაძე განმარტავს, რომ სამარშრუტო ტაქსების ფასებს მისი მფლობელი კერძო კომპანია განსაზღვრავს.

„მეტროს და ავტობუსების მიმართულებით არ ვაპირებთ, რომ ამ ეტაპზე, თბილისელ მოსახლეობას მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობა გავუძვიროთ. რაც შეეხება ე.წ. მარშუტკებს, მას ჰყავს კერძო ოპერატორი კომპანია. არსებული კონტრაქტით თბილისი მერია მოკლებულია რაიმე სამართლებრივ ბერკეტებს ტარიფი არეგულიროს”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, დედაქალაქის მთავრობა ასევე, არ აპირებს 2017 წლის ბიუჯეტის გადახედვას და ხარჯების კიდევ უფრო შემცირებას.

რაც შეეხება საქალაქო უწყებებში ოპტიმიზაციის საკითს, ლექვინაძის განცხადებით, რამდენიმე სამსახურის გაერთიანება იგეგმება, თუმცა მერიაში რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი სავარაუდოდ 2 თებერვალს პირველი მოსმენით განიხილება
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა