“მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს”- ნარმანია მეტროპოლიტენის მემანქანების მოთხოვნაზე

თბილისის მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსები არ აქვს, – ასეთი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის ელექტრომატარებლების მემანქანების მიერ წინასაგაფიცო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით.

“რაიმე არსებითი მოთხოვნა არ არის, არის სოლიდარობის ნიშნად მათი გამოსვლა, რომელსაც ადმინისტრაცია ადეკვატურად უპასუხებს. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად მათ გვერდით ვდგავართ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, შეხვდება თუ არა აქციის მონაწილეებს, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება, მეტროს მემანქანეებს მისი მოადგილე კურატორი შეხვდება.

“მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, რადგან წელს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსის ოტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს”, – აღნიშნა დავით ნარმანია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა დღეს პირობების გაუმჯობესების მიზნით აქცია მოაწყო.

მეტროპოლიტენ “დიდუბის” სადგურთან თანამშრომელთა ნაწილი შეიკრიბა. აქციის მონაწილეების თქმით, ინფლაციის შედეგად მათი ხელფასი წინა წლებთან შედარებით დაბალი მსყიდველუნარიანობისააა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კანონის შესაბამისად ისინი 21 დღეს დაელოდებიან, რის შემდეგაც თუ ხელისუფლება მათ წერილებზე რეაგირებას არ მოახდენს, უვადო გაფიცვებს დაიწყებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი დღევანდელი საგაფიცვო მოქმედებების დაწყების მიუხედავად, მეტროპოლიტენი შეფერხელად მუშაობს.

banner
წინა სტატიაში„ეკონომიკური ზრდა უფრო მცირეა, ვიდრე ომის შემდგომ მსოფლიო კრიზისის დროს იყო“
შემდეგი სტატიასერგო რატიანი განცხადებას ავრცელებს