მერიამ თავისი წილი გასაკეთებელი საქმე გააკეთა

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების საკითხზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ კრედიტების გადავადების პროცესი მიმდინარეობს:

”კრედიტების გადავადების პროცესი მიმდინარეობს, ასე რომ, რატომ დააყენა ოპოზიციამ ეს საკითხი, ჩემთვის გაუგებარია, ან რა სიტყვებს ამბობენ, დაუკვირდნენ თავიანთ გამონათქვამებს, თავიანთ შესაძლებლობებს, კარგად გაიხსენონ თავიანთი წარსული. ამის მერე მათ მორალური უფლება არ აქვთ, ისაუბრონ ამდაგვარ საკითხებზე.

მერიამ თავისი წილი გასაკეთებელი საქმე გააკეთა, როდესაც თავის თავზე აიღო მთელი რიგი საკითხების კოორდინაცია სხვადასხვა უწყებებთან ერთად. ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული კრედიტების გადავადებასთან დაკავშირებულ ნაწილში. აქ ძალიან დიდი საქმე გააკეთეს ეროვნულმა ბანკმა, ბანკების ასოციაციამ და კომერციულმა ბანკებმა. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენ დარჩენილ ნივთებთან დაკავშირებულ საკითხებზე, დემონტაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ. ვიმუშავეთ ბაზრებისა და ბაზრობების ასოციაციასთან, რათა დაზარალებულები განთავსებულიყვნენ შეღავათიანი პირობებით და გადანაწილებულიყვნენ სხვადასხვა ბაზრებსა და ბაზრობებზე. ბევრი სხა საკითხი, რაც ჩვენს კომპეტენციაში ჯდებოდა, გავაკეთეთ. მომავალში თუ რაიმეა საჭირო, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მზად ვართ გავაკეთოთ, მაგრამ ის, რომ მერიამ თავის თავზე აიღოს დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები, ამისთვის მოიძიოს რესურსი, ეს არარეალურია. ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობის საკითხი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიდიპლომატებისა და რუსთავი2-ის ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ რუსთავი2-ის საქმეს გამოეხმაურა საფრანგეთის ელჩი პასკალ მონიე
შემდეგი სტატიასასწრაფოდ: სტრასბურგის გადაწყვეტილება- აღსრულების შეჩერება გაგრძელებულია