მერიამ ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების 80 ავტომანქანა გადასცა

დედაქალაქის მერიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ავტომანქანა გადასცა.

თავისუფლების მოედანზე გამართულ ცერემონიას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, განახლებული ავტოპარკი კიდევ უფრო გააუმჯობესებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

მიმდინარე წელს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები გაერთიანდა. ქვეყანაში დაინერგა ერთიანი, სისტემა, რომელიც მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისს გააუმჯობესებს და პაციენტის ინტერესების მაქსიმალურად მოერგება.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ „ანას ბაღის“ მიმდებარედ დაპირისპირების შედეგად დაკავებულებს ჯარიმა დააკისრა
შემდეგი სტატიადიდუბის რაიონის გამგებელი მოქალაქე ირაკლი ბაღათურიას ბრალდებებს უარყოფს