მერია თეთრი ფერის ავტომობილებს შეიძენს

თბილისის მერი აცხადებს, რომ მთავრობის ინიციატივა, რომ სახელმწიფო უწყებები შავი ფერის მანქანებს ვეღარ შეიძენენ, მისასალმებელია და დედაქალაქის მერია თეთრი ფერის ავტომობილებს შეიძენს:
“ჩვენ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა გვაქვს დაანონსებული და ამ რეფორმის ფარგლებში ვყიდულობთ დამატებით ავტომობილებს. უკვე დამთავრებულია ტენდერი და შეკვეთილი გვქონდა თეთრი ფერის ავტომობილები. ზოგადად შავი ფერის ავტომობილებზე უარის თქმა, რომელიც მთავრობამ მიიღო, რა თქმა უნდა, მისასალმებელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო ორგანოებს შავი ფერის მანქანის შესყიდვა აეკრძალათ. “სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურეობრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის შესახებ“ დადგენილებას კიდევ ერთი ჩანაწერი დაემატა. “შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერ ფერის, გარდა შავისა” – ჩაიწერა შესყიდვის წესში.

სამინისტროებს საჭიროების შემთხვევაში ავტოპარკის განსაახლებლად ვადა 25 აპრილამდე მიეცათ. მწყობრიდან გამოსული მანქანები, რომელთა შეკეთებაც არარენტაბელურია, ფინანსთა სამინისტოს მომსახურების სააგენტოს გადაეცემა

banner
წინა სტატიაშისამთო დარტყმა, ქანების ჩამოშლა და წამოსული ჰაერის ძლიერი ნაკადი – ქუმსიშვილი ტყიბულის ტრაგედიაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ძალიან მკვეთრი ზომებია მისაღები” – ირაკლი კობახიძე ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე