მერია “თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია “თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“თბილისობა 2016“- ის აღნიშვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში მიმდინარე წლის 15 ივლისამდე მიიღება.

მერიის ინფორმაციით, შემოსული განაცხადები სადღესასწაულო ღონისძიების საერთო კონცეფციასთან შესაბამისობაში განიხილება.

“დაინტერესებულ პირებს განაცხადების შემოტანა შეუძლიათ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. #7), კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე.
მისაღები წინადადებების ავტორებს მერიის შესაბამისი სამსახურები თავად დაუკავშირდებიან.

15 ივლისის შემდეგ, “თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით შემოსული განაცხადებები აღარ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ცხელ ხაზს 2 378 549”.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: ხელისუფლება ბერლინიდან ხელცარიელი ბრუნდება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს შეხვდა