მერია თბილისის ადაპტირების სამწლიანი გეგმის განხორციელებას იწყებს

2016 წლის იანვარიდან თბილისის მერია ქალაქის ადაპტირების სამწლიანი გეგმის განხორციელებას დაიწყებს.

როგროც “თაიმერს” თბილისის მერიიდან აცნობეს, გეგმის ფარგლებში, უნივერსალური დაპროექტების პრინციპების გათვალისწინებით, მოხდება 315 მუნიციპალური შენობა-ნაგებობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ადაპტირება. სამშენებლო პროექტისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში 14 000 000 ლარი გამოიყოფა.

ადპატირების სამწლიანი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, გზის სავალი ნაწილის, სარეკრეაციო ზონების, კულტურული და სპორტული დაწესებულებების, ბაგა-ბაღების და ადმინისტრაციული შენობების ხელმისაწვდომობას ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის.

თბილისის ადაპტირების გეგმის განხორციელებაში მონაწილეობას მერიის საქალაქო სამსახურები და რაიონული გამგეობები მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშისაჭეგადატანილმა ავტომანქანებმა შესაძლოა ტექდათვალიერება ვერ გაიარონ
შემდეგი სტატია“თურქეთი არაერთხელ ინანებს რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას”, – ვლადიმერ პუტინი