მერია კომპანიას “სვეტს” მშენებლობის ნებართვას დაჩქარებული წესებით მისცემს

მერია კომპანიას “სვეტს” მშენებლობის ნებართვას დაჩქარებული წესებით მისცემს – ეს გადაწყვეტილება, კახი კალაძის და ილია ელოშვილის დაზარალებულებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

ვიცე-მერის განმარტებით, პირველ ეტაპზე მშენებლობის ნებართვა მირცხულავას ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობაზე გაიცემა.

„მოვთხოვთ კომპანია სვეტს, რომ უახლეს კვირეებში განაახლონ მშენებლობა ძირითად ობიექტებზე, თუკი აღმოჩნდება, რომ კომპანია უუნაროა და ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ მოსახლეობა არ დარჩეს დაზარალებული და მოტყუებული,“-განაცხადა ილია ელოშვილმა.

მომდევნო ნაბიჯს მენაშენეები ახლა უკვე “სვეტისგან” ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ კომპანია პრობლემის მოსაგვარებლად ამ შანსს გამოიყენებს. მანამდე კი დაზარალებულები შიმშილობას დროებით წყვეტენ.

banner
წინა სტატიაშიბორჯომში სასაფლაოს ღობეები მოიპარეს
შემდეგი სტატიაელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებითი დამატებითი რეისები ინიშნება