მერია გურამიშვილისა და სარაჯიშვილის გამზირებზე შეზღუდვებს აწესებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 8 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, დ.სარაჯიშვილის გამზირიდან დ.გურამიშვილის გამზირის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

“თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური დ.სარაჯიშვილის გამზირიდან დ.გურამიშვილის გამზირის მიმართულებით არსებულ ხიდზე (გზაგამტარი #1) იწყებს დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლას. სარეაბილიტაციო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამშაბათს, 8 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნულ მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება”, -აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს პატრიარქთან შეწყალების თაობაზე მის ინიციატივაზე არ უსაუბრია
შემდეგი სტატია“საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ, იყვნენ ლიდერები აბრეშუმის გზის ინიციატივაში”