მერია ძველი თბილისის ნაწილის იჯარით გადაცემას გეგმავს?

მერია ძველი თბილისის ნაწილის იჯარით გადაცემას გეგმავს – ეს განცხადება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გააკეთეს. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების საგანგებო ბრიფინგი თბილისის საკრებულოში გაიმართა. დეპუტატებმა მერიიდან მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს. სადაც საუბარია დედაქალაქის ცენტრში კერძოდ კი ორთაჭალაში ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიაზე გასხვისებასთან დაკავშირებით. ენმ-ს ლიდერების თქმით, თბილისის მერიამ აღნიშნული წინადადება დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.

„უმძიმესი ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე, რომელსაც ატარებს ქართული ოცნება და ხალხის გაღატაკების ფონზე ქალაქ თბილის მთავრობა და ნარმანია კვლავ განაგრძობენ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელის მოსახლეობისთვის არის ზიანის მომტანი. მათ გადაწყვიტეს კრწანისის რაიონში მდებარე მოსახლეობისთვის ცნობილი და საყვარელი გამწვანების ზოლი გაასხვისონ სრულიად საეჭვო ვითარებაში,“-აცხადებს სევდია უგრეხელიძე.

banner
წინა სტატიაშიბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში მამაკაცი დაიწვა
შემდეგი სტატიაამერიკელი მოგზაურის, ფრიც ვ. მუსერის ოჯახი ქართულ პოლიციასა და სასამართლოს მადლობას უხდის