მერია დიდუბეში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დიდუბეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„აკაკი წერეთლის გამზირზე N35-37-39 ში მდებარე ობიექტზე არქიტექტურის სამსახურის მიერ შპს ,,როიალ გროუფზე’’ 2016 წლის თებერვალში გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა. არსებული კანონმდებლობით და სანებართო მოწმობით მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლობა ეკისრება მშენებლობის დამკვეთს – შპს (,,როიალ გროუფს’’). ობიექტი იყო გაჩერებული და არ მიმდინარეობდა მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო რამდენიმე დღის წინ. ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ 24.07.2017-ში გაფრთხილება მიეცა მშენებლობის დამკვეთს და დაევალა სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული პირობების შესრულება – (მშენებლობის ორგანიზების პროექტის შესაბამისად მშენებლობის (დემონტაჟის) განხორციელება, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. სამსახურის მიერ გაცემულია ოფიციალური აქტი (მითითება) და მიმდინარეობს საქმის წარმოება სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინულმა სასამართლომ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა
შემდეგი სტატიასასამართლომ ოთარ კახიძეს 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 1 თვით იარაღის ტარება აუკრძალა