მერცი: თუ ომის დასრულებაზე ამ კვირაში პროგრესი არ იქნება, EU რუსეთს სანქციებს გაუმკაცრებს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, თუ მიმდინარე კვირაში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით პროგრესი არ იქნება, ევროკავშირი მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს.

“ჩვენ ველოდებით პუტინის თანხმობას და ვთანხმდებით, რომ თუ ამ კვირაში რეალური პროგრესი არ იქნება, ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ ევროპულ დონეზე, რათა მნიშვნელოვნად გავამკაცროთ სანქციები” – თქვა მერცმა საბერძნეთის პრემიერმინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

მერცის მიხედვით, ევროკავშირი განიხილავს სანქციების დაწესებას ენერგეტიკისა და ფინანსურ სფეროებზე.

11 მაისის ღამის განცხადებაში პუტინმა უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების უპირობო განახლება შესთავაზა. ამით რუსეთმა უარი თქვა უკრაინისა და დასავლეთის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. 11 მაის აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმებულიყო შეთავაზებას.

11 მაის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთისგან 12 მაისს ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებას ელოდა და 15 მაისს პირადად შეხვდებოდა პუტინს თურქეთში, თუ ის გამოცხადდებოდა.

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს წაუყენა ულტიმატუმი, რომ საჭიროა მოლაპარაკებებში პროგრესის მოიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლობის პროცესს დატოვებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა Citi-სგან 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: გამოუშვით ეს ადამიანები!