მერცი მომხრეა, რუსული გაყინული აქტივები უკრაინის სასარგებლოდ გამოიყენონ

გერმანიის კანცლერის თქმით, ის აპირებს ევროკავშირისთვის მოწოდებას, რომ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ, კერძოდ, სესხის სახით ევროკავშირმა უკრაინას ამ აქტივებით €140 მილიარდი გამოუყოს.

მერცის თქმით, ეს სესხი სამხედრო ტექნიკის დაფინანსებას უნდა მოხმარდეს, ხოლო მისი შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებები კიევთან ერთად ევროკავშირის მთავრობებმა უნდა მიიღონ.

“ჩვენ ამის გაკეთება იმიტომ არ გვინდა, რომ ომი გაგრძელდეს, არამედ მის დასასრულებლად. პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი დახმარება არათუ შეწყდება, არამედ გაიზრდება და მას არ უნდა ჰქონდეს ჩვენზე დიდხანს გაძლების იმედი” – თქვა მერცმა ბუნდესტაგის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი მოწოდება მერცმა გასული წლის სექტემბერშიც გააჟღერა. მაშინ მერცი ფიქრობდა, რომ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინა თავდაცვის ძალისხმევის დასაფინანსებლად უპროცენტო სესხით უნდა უზრუნველყოს. ამის შესახებ მერცი Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ აკაკი ბერიანიძეს 14 წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაარქიმანდრიტ დოროთეს კრებაზე გამოუცხადებლობისთვის “მკაცრი გაფრთხილება” მისცეს და ხელახლა დაიბარეს