გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.
მერცის განცხადებით, უკრაინა ამჟამად გადამწყვეტი კვირების წინაშე დგას და მისი ვიზიტის მთავარი მიზანი კიევისთვის მხარდაჭერის დადასტურებაა.
„გერმანიის უსაფრთხოებაც ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული. ამიტომაც ვუწევთ დახმარებას — მათ შორის, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარეც. შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ“, — აღნიშნავს გერმანიის კანცლერი.








