10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

მერცი: ირანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა შენარჩუნდეს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ახლო აღმოსავლეთში ირანს, აშშ-სა და ისრაელს შორის მიმდინარე ომის ფონზე ირანის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ასეთ სცენარებს შეიძლება ევროპისთვის შორსმიმავალი შედეგები მოჰყვეს“, – განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ გერმანია პარტნიორებთან ერთად მუშაობს საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

„ირანის სახელმწიფო უნდა დარჩეს ფუნქციონირებადი და საზოგადოებრივი წესრიგი და ძირითადი მომსახურება უნდა შენარჩუნდეს. ირანის ეკონომიკა არ უნდა დაიშალოს. ირანიდან უკონტროლო მიგრაცია თავიდან უნდა ავიცილოთ“, – განაცხადა მერცმა.

მან დასძინა, რომ სანქციები შეიძლება მოიხსნას და ირანს დახმარება გაეწიოს, თუ ის აუცილებელ პირობებს დააკმაყოფილებს.

banner
წინა სტატიაშიკალასი: საქართველოს ხალხს აქვს ჩვენი მხარდაჭერა, თუმცა ჩვენს კავშირში არ არის იმათი ადგილი, ვინც რეპრესიებს ატარებს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: უპირობო დანებების გარდა, ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება