მერცი აცხადებს, რომ ტრამპთან უკრაინისთვის „პეტრიოტების“ შეძენაზე ისაუბრა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უკრაინისთვის მეტი „პეტრიოტის“ სისტემებისა და რაკეტების მიწოდების საკითხი განიხილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. გერმანიის ლიდერმა ეს განცხადება 10 ივლისს რომში უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, წერს The Guardian.

მერცმა განაცხადა, რომ ის „მჭიდრო კონტაქტზეა ამერიკის მთავრობასთან, პრეზიდენტ ტრამპთან“ Patriot-ის სისტემების შეძენისა და უკრაინაში გაგზავნის გეგმებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას, „მიმდინარე რუსული თავდასხმების გათვალისწინებით“.

„ამერიკელებს თავად სჭირდებათ ზოგიერთი მათგანი [Patriot-ის სისტემები], მაგრამ მათაც ბევრი აქვთ… ჯერ საბოლოოდ არ არის დადგენილი, განხორციელდება თუ არა მიწოდება“, – ციტირებს გამოცემა გერმანიის კანცლერის სიტყვებს.
მან ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ გერმანიისა და ევროპის ინტერესები ზრდის, თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის, ენერგოუსაფრთხოებისა და პოლიტიკური თავისუფლების მიმართულებით პირდაპირ კავშირშია უკრაინის მხარდაჭერასთან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

banner
წინა სტატიაშირუბიო: რუსეთმა წლის დასაწყისიდან 100 000 ჯარისკაცი დაკარგა, უკრაინის დანაკარგები კი უფრო ნაკლებია
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის სუს-მა “ვაგნერის” 2 აზერბაიჯანელი წევრი დააკავა