ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ტატუნაშვილის მკვლელობიდან უკვე 6 წელი გავიდა და ივანიშვილის პარტიას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო.
ბეჟაშვილის თქმით, ნათლად ჩანს, რომ “ოცნებისთვის” ეროვნული თემები პატრიოტული არ არის და მათი მთავარი ამოცანაა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის და მასთან დაახლოებული კლანის პირად გამდიდრებაზე ზრუნვა.
მერამდენე წელია ტატუნაშვილის მკვლელობიდან და იმ რეზოლუციებიდან გასული, რომლებიც ოპოზიციის ძალისხმევით პარლამენტმა მიიღო და შესაბამისი სია გაკეთდა, რომელთა მიმართებაში უნდა დაწყებულიყო სანქცირების პოლიტიკის გატარება. მაგრამ ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილის პარტიას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს და არ უთანამშრომლია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო.
კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს რომ მათთვის პატრიოტული, ეროვნული თემები მნიშვნელოვანი არ არის და მათი მთავარი ამოცანა არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის და მასთან დაახლოებული კლანის პირად გამდიდრებაზე ზრუნვა.“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.