„მერამდენე ტაძრის ცოდვა უნდა აიკიდოთ?!?“ – ყინწვისის მონასტერში წყალი ჩავიდა და ფრესკები დაზიანდა

„მერამდენე ტაძრის ცოდვა უნდა აიკიდოთ?!?“ – ყინწვისის მონასტერში წყალი ჩავიდა და ფრესკები დაზიანდა

სოცქსელის მომხმარებელი ლელა გიორგაძე „ფესბბუქში“ ყუნწვისის მონასტრში არსებულ მდგომარეობაზე წერს. როგორც ის ამბობს, ტაზარში წყალია ჩასული და ფრესკები დაზიანებული.

„ახლა მოვდივარ ყინწვისიდან. წვიმდა რომ ავედით.
ტაძარში ჩამოსულია წყალი არაერთ ადგილას. შესამჩნევად სველია ფრესკები, თან რა ფრესკები…
თითქმის სრულად ჩამორეცხილია ლაშა გიორგის გამოსახულება. თამარ მეფისა ოდნავ შესამჩნევია…
არ ვიცი, რა ემოცია ახლავს ამ სურათებს,
არ ვიცი, რა განცდაა უპასუხისმგებლობისა და უსუსურობის…
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მერამდენე ტაძრის ცოდვა უნდა აიკიდოთ?!?“

banner
წინა სტატიაშიმის სიკვდილზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის სახელმწიფოს – რუსოპულოსი
შემდეგი სტატიაალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, თბილისში მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა აქცია გამართეს, აქცია გაიმართა ბათუმშიც