,,მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი გადაწყვეტილებებია მიღებული, ეს არის იურიდიულად სწორი გადაწყვეტილებები”

ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი გადაწყვეტილებებია მიღებული. ეს არის იურიდიულად სწორი გადაწყვეტილებები, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე შეფასებით, პოლიტიკურია ის მოთხოვნები, რასაც მერაბიშვილის წარმომადგენლები აყენებენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაეკისრება თუ არა ქართულ მხარეს სანქციები, ჩუგოშვილმა განმარტა, რომ არანაირ სანქციებზე საუბარი, გამართლებული არ არის.
„არანაირ სანქციებზე საუბარი, რა თქმა უნდა, გამართლებული არ არის. არანაირი სანქციების მოლოდინი არავის არ აქვს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობაზე უარი ეთქვა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი დევნილებს – ეს იქნება თქვენი ერთ-ერთი ბინა – მთავარი საცხოვრებელი, კერა და სახლი იქნება იქ, საიდანაც წამოხვედით
შემდეგი სტატიასაიდუმლო შეხვედრა ეროვნულ ბანკში