მერაბიშვილს „უდოს“ კომისიამ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი მეოთხედ უთხრა

ვანო მერაბიშვილი მატროსოვის ციხეში რჩება. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, მთავრობის ყოფილ მეთაურს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მეოთხედ უთხრა უარი. “კურიერის“ ცნობითვე, 17-გვერდიან დასკვნაში უარის მიზეზებია ჩამოთვლილი. აქედან რამდენიმე ცინიკურად სკანდალურია. ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების კომისიამ უარის საფუძვლად დაასახელა ის ფაქტები, რომ ციხეში მერაბიშვილმა უარი თქვა და არ ითამაშა – “რა სად როდის,” არ დაწერა ესსე საშობაო თემაზე და არ ჩაერთო სპორტულ აქტივობებში.

სწორედ ამ ჩამონათვალის საფუძველზე სპეციალურმა კომისიამ დასკვნაში ჩაწერა, რომ ყოფილი პრემიერის რესოციალიზაციის დონე არასაკმარისია და საბოლოოდ უარიც თქვა ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე. გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება, მანამდე კი პოლიტიკოსები უკვე არაორაზროვნად მიანიშნებენ, რომ ვანო მერაბიშვილი თეა წულუკიანის პირად პატიმრად იქცა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ კიდევ ერთხელ დაირღვა კანონი. თავად იუსტიციის მინისტრი კი მიიჩნევს, რომ კომისიას საკმარისი არგუმენტები ჰქონდა უარის სათქმელად.

ადვოკატები ვადამდე გათავისუფლების მორიგ უარს, უახლოეს დღეებში სასამართლოში გაასაჩივრებენ, დღეს ამ საკითხზე სასაუბროდ იურისტები ექსპრემიერს მატროსოვის ციხეში შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიმაისის დასაწყისში რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 132 ათასი ვიზიტორი შევიდა
შემდეგი სტატიაიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. „ქუჩური გარჩევის“ კრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა