22.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

მერაბიშვილის ზონდერებს მამუკა მდინარაძე აწინაურებს?!

2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა,აქცია სასტიკად დაარბიეს და 40-მდე აქტივისტი დააკავეს,მათზე ძალადობა პოლიციის სამმართველოს შენობაშიც გაგრძელდა.

დაკავებულთა შორის იყო ირაკლი კობახიძის სიძე დავით ფაცაცია. 2025 წლის ექვს მაისს ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტზე ლევან ხარაბაძე დანიშნა.

ხარაბაძემ წლები გაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში,კარიერა ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს აიწყო და მინისტრის “ლუბინჩიკი” თბილისში არაერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.

დადგენილი ფაქტია რომ ქვემო ქართლის ამჟამინდელი გუბერნატორი ,წინა ხელ ისუფლების დროს ,აქციების დარბევისას, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.იგი 2009 წლის 15 ივნისის დარბევის დროს სცემდა აქციის მონაწილეებს შენობასთან და შენობის შიგნით.

“თაიმერის” წყაროს ინფორმაციით,ვანო მერაბიშვილის ზონდერი,პრემიერ მინისტრს გუბერნატორის პოსტზე ,საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ,მამუკა მდინარაძემ შესთავაზა და რეკომენდაციაც გაუწია. მდინარაძემ დაალაგა ის ფაქტიც,რომ წულუკიანის კომისიაზე გამოკითხვისას,2009 წლის 15 ივნისის აქციაზე ნაცემ დაჩი ცაგურიას და მერაბ ჭიქაშვილს,ლევან ხარაბაძე არ გაეხსენებიათ. მაშინ როცა,ხელისუფლება ენმ-ს აკრძალვას და რეჟიმის გასამართლებას ითხოვს,სინამდვილეში ეს მხოლოდ პიარია და რეალურად,წინა ხელისუფლების ზონდერები არა მხოლოდ ხელშეუხებლები არიან,არამედ პოლიტიკურ თანამდებობაზეც წინაურდებიან,არც მეტი არც ნაკლები მამუკა მდინარაძის რეკომენდაციით.

banner
წინა სტატიაში“ქოცური კვლევა” – ვინ როგორ აფასებს “იმედის” დაკვეთით, “გორბის” მიერ ჩატარებულ კვლევას
შემდეგი სტატიაევროკავშირი რუსული ნავთობისა და გაზის ნაცვლად აშშ-ის ენერგომატარებლებს შეიძენს