მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმე – ომბუდსმენი საქმის მასალებს ითხოვს

პროკურატურამ, მიმდინარე გამოძიების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე ივნისში ჩანიშნულ შეხვედრაზე ანგარიშის წარდგენამდე, სახალხო დამცველს სრულად უნდა მიაწოდოს
ინფორმაცია ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების შესახებ და გააცნოს საქმის
მასალები – ნათქვამია ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმის გამოძიების შესახებ ომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშში:

“2018 წლის 12 ივლისს განახლდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ივანე მერაბიშვილის
საკნიდან გაყვანისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. პროკურატურის
ინფორმაციით, საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, ფაქტობრივი
გარემოებები დადგენილი არ არის და კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი
დევნა არ დაწყებულა.

2018 წლის დეკემბერში, მინისტრთა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა
პერიოდულ შეხვედრაზე, სადაც განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სახელმწიფოების მიერ აღსრულების საკითხებს, განაცხადა,
რომ განახლებულ გამოძიებას ინტერესით აკვირდება და შესაბამის შედეგებს 2019 წლის ივნისის
შეხვედრაზე განიხილავს. მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნით, აუცილებელია, ყველა
იმ გარემოების დეტალურად შესწავლა, რომლებმაც განაპირობეს მე-18 მუხლის დარღვევა,
აუცილებელია გამოძიება იყოს ინსტიტუციურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი იმ
პირებისგან, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებულნი იყვნენ დანაშაულთან, უნდა შესწევდეს
უნარი, დაადგინოს დამნაშავეთა იდენტობა და შეეძლოს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება,
ასევე, მისი მანდატი უნდა იყოს ფართო და გამოძიებამ იმსჯელოს იმაზე, თუ რა გავლენა
შეიძლება ჰქონოდა მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მომხდარ ფაქტს
და ასევე, გამოძიება ჯეროვნად და სწრაფად უნდა წარიმართოს.
საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პროკურატურის
ანგარიშვალდებულება ამ პროცესში. შესაბამისად, პროკურატურამ, მიმდინარე გამოძიების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე ივნისში ჩანიშნულ შეხვედრაზე
ანგარიშის (კომუნიკაციის) წარდგენამდე, სახალხო დამცველს სრულად უნდა მიაწოდოს
ინფორმაცია ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების შესახებ და გააცნოს საქმის
მასალები. აღნიშნული წარმოადგენს საშუალებას, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეფასდეს
სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება.” ნათქვამია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე: ოპოზიცია საკუთარ პანაშვიდზე იმყოფება
შემდეგი სტატიაუზენაეს სასამართლოში რთული მდგომარეობაა შექმნილი- ნათქვამია ომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშში