მერაბიშვილის პოზიცია შესაძლო გათავისუფლების შესახებ სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი – ადვოკატი მსჯავრდებულს დღეს შეხვდება

საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს მისი ადვოკატი დღეს მოინახულებს. ჩიავიაშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროს იმ განცხადებასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა.
“ვანო მერაბიშვილს მიმდინარე თვეში უდოს პერიოდი დაუდგა. როდის მოხდება მისი გადასინჯვა ეს ნამდვილად არ ვიცი. რაც შეეხება განცხადებით მიმართა თუ არა მერაბიშვილმა – არ მიუმართავს, რადგან პროცედურა ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. ვანო მერაბიშვილის გამოშვება პოლიტიკური ნაწილია”- განაცხადა ჩივიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურატურა მეგის ქარდავას დაკავებას ადასტურებს
შემდეგი სტატიამეგის ქარდავას დაკავება ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა – გიორგი გოგაძე