მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებით ყოფილი პროკურორი სამართალდამცველებს აშანტჟებს – ბორის კაკუბავას მუქარა

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას მტკიცებით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის სკანდალურ კადრებს ფლობს. კუპრავა ამბობს, რომ ეს ვიდეომასალა სუბელიანის ხელშია და მას პირადად ჰქონდა სუბელიანთან მოლაპარაკება კადრების გასაჯაროვების შესახებ.გუშინ კი კუპრავას სუბელიანის სიმამარი, პარლამენტის ყოფილი წევრი ბორის კაკუბავა დაუკავშირდა და დაემუქრა. სატელეფონო საუბრს “კურიერი” ავრცელებს.
დღეს ზვიად კუპარავა პროკურატურაში დაიკითხვაზეა დაბარებული. საქმე ეხება სწორედ ამ ვიდეოკადრებს, პროკურატურაში კუპარავა მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან მედიით გააკეთა განცხადება, რომ მერაბიშვილის გაყვანის კადრები, პროკურაუტურის ყოფილ მაღალჩნოსანთან ინახება და ის ამ კადრებით სამართალდამცველებს აშანტაჟებს.

წყარო “კურიერი”

banner
წინა სტატიაში“არანაირი გადაჯგუფებები უმრავლესობაში არ არსებობს,” – მამუკა მდინარაძე
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის მინისტრმა გარემოს დაცვა გიორგი გოგიას ჩააბარა