მერაბიშვილი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარს არ გაასაჩივრებს

მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილი

ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს.

გადაწყვეტილების გადასინჯვა კანონით 6 თვეში ხდება. გიორგი ჩივიაშვილი არ გამორიცხავს, გადაწყვეტილება უფრო ადრე გადაიხედოს:

“პროცედურებში არაა გაწერილი გადასინჯვის თემა. სასჯელაღსრულების კანონში წერია, რომ 6 თვეში გადაისინჯება, თუ სხვა გარემოება არ არსებობს. ამ შემთხვევაში უამრავი გარემოება არსებობს”.

ვანო მერაბიშვილს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი 2017 წლის 25 დეკემბერს ეთქვა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები სახალხო დამცველს ხვდებიან
შემდეგი სტატიასკანდალი – გაშავებული თევზი ბაღებში