,,მერაბიშვილი ძალიან ნიჭიერი ადამიანია, ის გარემოებების მძევალი გახდა”

“ქართული ოცნების” პოლიტ-საბჭოს წევრი, დავით კოღუაშვილი “ქართული გაზეთი”-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი გარემოების მძევალია.

“მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ. ვგულისხმობ გირგვლიანის საქმეს. დიდი შეცდომა დაუშვა მერაბიშვილმა, როგორც მინისტრმა, რომ არ გაემიჯნა ამ თემას და არ აღასრულა ის, რაც მასზე იყო დამოკიდებული. როგორც მინიმუმ, უნდა გადამდგარიყო. დღეს ის თავისუფლებას შეინარჩუნებდა, დარწმუნებული ვარ. ბრალდების ეს მხარეები შეიძლება გადაისინჯოს. ვინც ყველაზე მეტად იყო დასაჭერი, მან ქვეყანა დატოვა და აღარ მინდა, ამას მივუბრუნდე. მე გული მწყდება თითოეულ მათგანზე, რომ თავიანთი საქმეების გამო დევნილები გახდნენ.”

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატიაპროკურატურას არ ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეძიებინა ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც ინტიმურ ხასიათს შეიცავდა