მერაბ ტურავა : საკონსტიტუციო სასამართლო არ აპირებს მარადიულ რეჟიმში სასამართლო პროცესების ბოიკოტირებას

news
ავტ.: news სექტემბერი 11, 2016 12:08

მერაბ ტურავა : საკონსტიტუციო სასამართლო არ აპირებს მარადიულ რეჟიმში სასამართლო პროცესების ბოიკოტირებას

საკონსტიტუციო სასამართლო არ აპირებს მარადიულ რეჟიმში სასამართლო პროცესების ბოიკოტირება მოახდინოს-ეს განცხადება, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერებ ტურავამ გააკეთა. მერაბ ტურავა ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზებსაც შეეხო. მისი განმარტებით, „მოსამართლეებს ალბათ ჰქონდათ ამის ობიექტური მიზეზები, რომელზეც ხმამაღლა არ უნდოდათ საუბარი“.

„რაც შეეხება პლენუმის შეკრებას და მუშაობის გრაფიკს, მე ვერ განვსაზღვრავ. ამას განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარე და მთლიანად პლენუმის შემადგენლობა. როგორც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე წარიმართება პროცედურა. რადგან მოსამართლეები კონკრეტულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ალბათ ჰქონდათ ამისი ობიექტური მიზეზი, შეიძლება ბევრი ისეთი გარემოება, რომელზეც მათ ხმამაღლა არ უნდოდათ საუბარი. მათ შორის ვიყავი მეც. რაც შეეხება მუშაობის გაგრძელებას ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს კანონიდან გამომდინარე აუცილებელია და საკონსტიტუციო სასამართლო, მისი მოსამართლეები, ბუნებრივია, არ აპირებენ იმას, რომ მარადიულ რეჟიმში სასამართლო პროცესების ბოიკოტირება მოახდინონ. საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს მომავალში განაახლებს თავის საქმიანობას და რაც მთავარია პირველი ოქტომბრიდან ახალი შევსებული შემადგენლობით შეუდგება და გააგრძელებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. მე არ ვიცი სექტემბრის გრაფიკის შესახებ, ჯერ არაფერია დადგენილი. თუ უმრავლესობა დათანხმდა იმას, რომ სხდომა უნდა ჩატარდეს, მე რა თქმა უნდა უმრავლესობის მხარეს ვიქნები“, – აღნიშნა მერაბ ტურავამ.

news
ავტ.: news სექტემბერი 11, 2016 12:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics