მერაბ ტურავა პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილს დღეს პროკურატურაში ელოდებიან. სულ ცოტა ხნის წინ საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე მერაბ ტურავა მივიდა. პროკურატურაში შესვლამდე ტურავამ კომენტარი გააკეთა.

მოსამართლე მიიჩნევს, რომ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით პლენუმს ჯერ უნდა ემსჯელა. ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება პოლიტიკურად მოტივირებული ყოფილიყო.

“პროტესტს გამოვხატავ იმასთან დაკავშირებით, რომ იციან სხვებმა, ყველამ იცის, მაგრამ მე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, არ ვიცი იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა მოსამართლეებზე ზეწოლა სასამართლოს შიგნით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში,”- განაცხადა მერაბ ტურავამ.

უწყებაში მოსამართლეების დაკითხვა ზეწოლის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში ხდება.

პროკურტურაში რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მაია კოპალეიშვილიც მივიდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის შეხვედრა შედგა
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: ჩამოუყალიბელ ამომრჩველთა უმრავლესობა არის ჩვენი ამომრჩველი