მერაბ შარიქაძე: ჩემი სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილს, ვგმობ ოჯახში ნებისმიერ ძალადობას

შარიქაძე ძალადობას გმობს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, მერაბ შარიქაძე ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

“ჩემი სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილს. რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, თავისთავად, მე პირადად და ყველა მორაგბე ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას ოჯახში”. – ამბობს მერაბ შარიქაძე.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს ადანაშაულებს არაერთგზის ცემაში, მათ შორის, ორსულობისას. მაყაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

banner
წინა სტატიაშიქალთა მოძრაობა: მოვუწოდებთ წულუკიანს, გამოეხმაუროს მაყაშვილის ბრალდებას, სტურუას პოზიციას
შემდეგი სტატიაბოლქვაძე მაყაშვილზე: თუ ძალადობა მოხდა, მაშინ 10 წელი სად იყო?