მერაბ ქვარაია: საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის არ მიცემით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაოგნებული დატოვა ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები

„მორიგი უცნაურობა, რომელიც შემოგვთავაზა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – ხმა არ მისცეს კონსტიტუციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად აქციეს და ფაქტობრივად, გაოგნებული დატოვეს როგორც ქვეყნის შიგნით არა მარტო ჩვენი, არამედ თავიანთი ამომრჩეველიც, გაოგნებული დატოვეს ასევე, საერთაშორისო პარტნიორები“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველს უსმენენ.

დეპუტატმა მიმართა ოპონენტებსაც და დაინტერესდა, რას უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან უეცარი გააქტიურება მაშინ, როდესაც რამდენიმე თვეა, ოპონენტებს არც საკომიტეტო დ არც საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მან აღნიშნა ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმა არ მისცა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც, მისივე შეფასებით, თავად ამ პოლიტიკურმა ძალამ აქცია ქვეყნის ხვალინდელი დღის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად.

„მთელი ევროპის და მსოფლიოს ყურადღება მივიპყარით არჩევნებთან დაკავშირებული საკითხით, ოპოზიციამ ლამის სიკვდილ-სიცოცხლის, ყოფნა-არ ყოფნის საგნად აქცია პროპორციული არჩევნები, რომელზეც ყველამ ვნახეთ, თუ რა პროცესები გამოვიარეთ და საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ გონიერებით და კონსენსუსისთვის მზაობით იქნა მიღწეული ის შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ. მორიგი უცნაურობა, რომელიც შემოგვთავაზა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – ხმა არ მისცეს კონსტიტუციას, რომელიც აქციეს ეერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის. ახლა, როგორმე მოხდეს ამ ამბის გადაფარვა, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, გაოგნებული დატოვეს როგორც ქვეყნის შიგნით არა მარტო ჩვენი, არამედ თავიანთი ამომრჩეველიც, გაოგნებული დატოვეს ასევე, საერთაშორისო პარტნიორები იმ საქციელით, რასაც ისინი აკეთებენ. კონსტიტუციას, რომელიც მათი მთავარი საკითხი იყო ყოფნა-არ ყოფნის, მხარი არ დაუჭირეს და ყოვლად გაუგებარი ამბავი, როცა პოლიტპატიმართან დაკავშირების მცდელობას ჰქონდა ადგილი. ამას ახლა, დარწმუნებული ვარ, აქ ერთგვაროვანი არის მოსაზრება“,- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პოლიტპატიმრებზე საუბარი არასწორი და პოლიტიკურად გაუმართლებელია.

„ძალა, რომელმაც 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი გააჩინა საქართველოში და ეს არ არის ჩემი ციფრი, საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებით, რომელმაც ათასობით უკანონო პატიმარი გააჩინა საქართველოში დღეს პოლიტპატიმრებზე არ უნდა საუბრობდეს და მე სახელებითაც შემიძლია ჩამოგითვალოთ ეს ადამიანები“,- განაცხადა დეპუტატმა.​

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : ჩვენ ივლისშიც ძალიან ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორებსა და საერთაშორისო ტურისტებს
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი : გიორგი რურუას განცხადება არის მაშველი რგოლი, რომელიც ერთხელ უკვე მიაწოდა თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს