მერაბ მეტრეველი – რამდენიმედღიანი პაუზა ავიღე და ალბათ ორშაბათს მივიღებ გადაწყვეტილებას

რამდენიმედღიანი პაუზა ავიღე და ალბათ ორშაბათს მივიღებ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა მერაბ მეტრეველმა ჟურნალისტებს ბათუმში, იმ შეკითხვაზე პასუხისას განუცხადა, თუ რამდენად არის შესაძლებელი პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს.

მისი თქმით, უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა „სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩის”, ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”ახალი საქართველოს” გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა პაატა ბურჭულაძის თხოვნით, გადაწყვეტილების „ცხელ გულზე“ მიღებისგან თავი შეიკავა.

„გუშინ არც ვაპირებდი ამაზე საუბარს, მაგრამ რადგან პარტიის ლიდერმა გაახმაურა, მეც დავადასტურე საბოლოო ჯამში, რომ მქონდა უარყოფითი დამოკიდებულება ამ გაერთიანების მიმართ. უბრალოდ, ბატონმა პაატამ მთხოვა, რომ ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას, რამდენიმე დღე იფიქრე და მერე გადაწყვიტეო“, – აღნიშნა მერაბ მეტრეველმა.

მისივე განმარტებით, თუ რატომ იყო ამ გაერთიანების წინააღმდეგი, ამის შესახებ ორშაბათს ისაუბრებს.

„არ მინდა განსაკუთრებული ზიანი მივაყენო პარტიას, შიდა განხილვების გარეთ გამოტანას არ ვაპირებ. მე მაქვს ჩემი არგუმენტები, თუ რატომაც ვიყავი წინააღმდეგი, ორშაბათს შეიძლება ვთქვა კიდეც რამდენიმე“, – აღნიშნა მერაბ მეტრეველმა.

banner
წინა სტატიაში,,ყოველი ჩვენთაგანის მიზანია მოვიპოვოთ ის სულიერი ხელთუქმნელი ნათელი, რომელიც აქვს ჩვენს უფალს იესო ქრისტეს”
შემდეგი სტატიაქუცნაშვილი სანდრა რულოვსზე – როცა კანდიდატურებს ოჯახიდან ეძებ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარემოცვაში გიჭირს