მერაბ მეტრეველი – ამ პოლიტიკურ სეზონზე ჩვენ ვიქნებით მთავარი სიახლე ქართულ პოლიტიკაში

ამ პოლიტიკურ სეზონზე ჩვენ ვიქნებით მთავარი სიახლე ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ წევრმა მერაბ მეტრეველმა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მერაბ მეტრეველმა აღნიშნა, მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ რეალური სიახლეა ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში.

„ამ პოლიტიკურ სეზონზე ჩვენ ვიქნებით მთავარი სიახლე ქართულ პოლიტიკაში. ჩვენი მიზანია, რომ შევქმნათ ის, რაც ჩვენ სახელწოდებაშია, სახელმწიფო, რომელიც იქნება ხალხისთვის. მთავარია, დავამარცხოთ ის სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაამარცხა. ჩვენ ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მხოლოდ პიროვნებებს არ ვებრძოდით, ვებრძოდით სისტემას. სამწუხაროდ, ამ სისტემის დამარცხება ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

მისივე თქმით, მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ კონკურენტია ყველა, ვისაც პრეტენზია აქვს არჩევნებში გამარჯვებაზე, თუმცა პირველ რიგში, კონკურენტია „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ „რომელიც წარსულს უნდა ჩავაბაროთ“.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თანამშრომლობას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, მერაბ მეტრეველმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოძრაობის სტრატეგია არის ასეთი, რომ არც ერთ პარტიასთან, კოალიციასთან ბლოკში არ შედის და გეგმავენ, რომ არჩევნებზე მარტო გავიდნენ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: რუსეთი მზად არის თურქეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ აფხაზეთში ჩატარებულ არანაირ საფეხბურთო ტურნირს ლეგიტიმაცია არ ექნება