მერაბ მეტრეველი პაატა ბურჭულაძის პარტიაში დაბრუნებას არ აპირებს

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პაატა ბურჭულაძის პარტიაში დაბრუნებას არ აპირებს.

როგორც მერაბ მეტრეველმა განაცხადა, ამ ეტაპზე პოლიტიკისადმი ინტერესი აღარ აქვს.

“პაატა ბურჭულაძის კოალიციაში დაბრუნებას არ განვიხილავ, წინ და უკან სირბილი ცოტა არასერიოზულია და რაც მთავარია, ამ ეტაპზე პოლიტიკისადმი ინტერესი დაკარგული მაქვს. არ ვაპირებ პოლიტიკაში ჩართვას. მე ვერ გეტყვით დაზუსტებით ვინ ვის რას თხოვდა, ჩემთვის პირადად ფული არავის მოუთხოვია. „გირჩების“ წასვლა რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო. გაერთიანების დროს მე ვთქვი, რომ ვიყავი წინააღმდეგი, რადგან მიმაჩნდა,რომ ბურჭულაძე იმ რეიტინგსაც დაკარგავდა რაც მას ჰქონდა. სამწუხაროდ არ დამიჯერეს და ერთადერდი ავღმოვჩნდი წინააღმდეგი”, – განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა კაციტაძე: 9 ოქტომბერი იქნება ელვარე და ლომფერი
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: “ქართულ ოცნებასთან” კოალიციის პერსპექტივას ამ ეტაპზე არ განვიხილავ