მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ბრალდებამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა

საქართველოს რაგბის ნაკრების წევრის, მერაბ კვრიკაშვილის, სასამართლო პროცესზე შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალის გამოკვლევა მოხდა. ამით ბრალდებამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. დღევანდელ საამართლო პროცესზე დაიკითხა ასევე ბრალდებული. მერაბ კვირიკაშვილის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ღია ფერის ავტომობილმა, რომელიც მის სავალ ზოლში მოძრაობდა.

„დავინახე ღია ფერის მანქანა, რომელიც მოძრაობის წესების დარღვევით, საწინააღმდეგო ზოლიდან ჩემს სავალ ზოლში გადმოვიდა. მე ავირიდე ავტოსაგზაო შემთხვევა, თუმცა შემდეგ ჩემი ავტომობილი ვეღარ დავიმორჩილე და რამდენიმე წამში მოხდა შეჯახება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მომდევნო საამართლო პროცესი 14 მაისს 16:00 საათზე ჩაინიშნა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე

banner
წინა სტატიაში,,აუცილებელია, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს”
შემდეგი სტატიადავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ისევ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს აქვთ ჩაკეტილი