მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 36 წელი გავიდა

36 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დღემდე არსებული ოფიციალური ვერსიით, სოფელ ბორითთან ავარიაში მოჰყვა და დაიღუპა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად გამსახურდიას უახლოესი მეგობარი მერაბ კოსტავა.

მერაბ კოსტავა იზრდებოდა ოჯახში, სადაც ანტიკომუნისტურ განწყობას ღიად გამოხატავდნენ. ის  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დაიბადა. თავდაპირველად ვაჟთა მე-7, შემდეგ კი პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა. სწორედ აქ შეხვდა ის ზვიად გამსახურდიას. სიყრმის მეგობრები მომავალში თანამებრძოლები გახდებიან.

17 წლის ასაკში მერაბ კოსტავამ უკვე აქტიურად დაიწყო ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის. ამ იდეით ანთებული 9 ახალგაზრდა – ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ანატოლი მიქაძე, თამაზ გონჯუა, ვოვა სიხარულიძე, ჯონდო მეტრეველი, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე და გურამ დოჩანაშვილი 1956 წელს არალეგალური ორგანიზაციას – „გორგასლიანს” აარსებენ. ამავე წელს “გორგასლიანელები” მცირე რაოდენობით პროკლამაციებს ბეჭდავენ.

მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის დეტალები დღემდე ბურუსითაა მოცული.

banner
წინა სტატიაშიღაზაში გათავისუფლებული 7 მძევალი “წითელ ჯვარს” გადაეცა, მათ თელ-ავივში ელოდებიან
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: “ვერცერთი ციხე ან რეჟიმი ვერ გააჩუმებს ხალხს, რომელმაც უკვე აირჩია ევროპა”