მერაბ! ხვალ სასამართლოში მოდი, შენი საქართველო ახლოს რომ ნახო – ქეთი მოლაშვილი მერაბ დვალიშვილს მიმართავს

“ცოდნის კაფეს” დამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი, რომელსაც “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული პოსტის გამო გასამართლებას უპირებენ, მერაბ დვალიშვილს მიმართავს და სთხოვს, მათე დევიძის სასამართლო პროცესზე მივიდეს, რათა დღევანდელი საქართველს რეალობა შეიგრძნოს და ნახოს, რომ ახალგაზრდა, უდანაშაულო ბიჭი, შესაძლოა, 7 წლით გაუშვან ციხეში.

“შენ იმ ამერიკაში რომ იბრძვი,სადაც დემოკრატია ყვავის,ჩვენ ამ საქართველოში, ამ დემოკრატიას კბილებით ვიცავთ და ამისთვის გვამათრახებენ. ჰოდა ხვალ მოდი საქალაქო სასამართლოში,16:00 საათზე, მათე დევიძეს სასამართლო პროცესს დაესწარი,უბრალოდ მოდი და დაესწარი.არ გააკეთო არანაირი კომენტარი, სიტყვა, წინადადება არ თქვა, უბრალოდ მოდი და დაესწარი,ამ ბავშვს ხვალ შესაძლოა 7 წელი მიუსაჯონ არაფრისთვის. ამ სამყაროში ცამდე მართალია მათე ბიჭი,ჰოდა უბრალოდ მოდი,შენი საქართველო,ახლოდან რომ ნახო…”, – წერს ქეთი მოლაშვილი.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მერაბ, გვიანია, ვიცი საქართველოში ხარ და იმედია ამ პოსტსაც წაიკითხავ, რა მინდოდა მეთქვა იცი?
შენ რომ საქართველოსთვის ძალიან ბევრი კარგი გინდა, მჯერა, შენ რომ მკერდზე საქართველო ამოიტვიფრე,
მე იმ საქართველოსი მჯერა, აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად რომაა იმის და არა ოკუპირებულის, სადაც ანწუხელიძის ფოტოს ჭერის გამო, იჭერენ გოგოებს.. ♡

შენ რომ საქართველოში ბევრი სპორტული დარბაზის გახსნა, სპორტის ხელშეწყობა, წინსვლა და უკეთესი საქართველო გინდა, ეგ მეც მინდა,თან ძალიან ♡

შენ რომ შენი შრომით ბევრ რაღაცას მიაღწიე საზღვარგარეთ, უზომოდ მადლიერი ვარ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებული ელჩი რომ ხარ ამჟამად, იმისიც მჯერა ♡, დედას გეფიცები, მჯერა ♡ მაგრამ იცი რა არის?

შენ რომ ამერიკაში მშენებლობაზე მუშაობდი და შენი პატარა მიზნისკენ მიდიოდი, მე იმ დროს, ჩემს პატარა ქალაქში დავბრუნდი ჩემს მეგობრებთან ერთად და ამ ღარიბი ქვეყანის პატარა ქალაქ წნორში, დავისახეთ დიდი გეგმები, წარმოუდგენლად დიდი გეგმები… და ბოლოს ისე დავიჯერეთ რომ ძალიან მაგრები ვართ ქართველები,
ამ პატარა ქალაქში, ქართველმა ხალხმა, ცოდნის კაფე/Knowledge Cafe ავაშენეთ, უფროს და ახალგაზრდა თაობაზე, ერთად რომ გვეზრუნა და მხარი დაგვეჭირა, აგურ აგურ ვაშენეთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ♡

ჰოდა ხვალ, იმ დროს, როცა შენ შეხვედრებს მოგიწყობენ, ოვაციებით შეგხვდებიან და ბედნიერ საქართველოს გაჩვენებენ, მე რამდენიმე საათის წინ დამირეკეს და ისე რომ მასალებს არც კი გავცნობივარ და არც ვიცი რას მედავებიან, თვენახევრით შეიძლება ციხეში გამომკეტონ ფეისბუქ პოსტის გამო იმ ბედნიერი საქართველოს
პარალელურ რეალობაში…

შენ იმ ამერიკაში რომ იბრძვი,
სადაც დემოკრატია ყვავის,
ჩვენ ამ საქართველოში, ამ დემოკრატიას კბილებით ვიცავთ და ამისთვის გვამათრახებენ.
ჰოდა ხვალ მოდი საქალაქო სასამართლოში,
16:00 საათზე, მათე დევიძის სასამართლო პროცესს დაესწარი,
უბრალოდ მოდი და დაესწარი.
არ გააკეთო არანაირი კომენტარი, სიტყვა, წინადადება არ თქვა,
უბრალოდ მოდი და დაესწარი,
ამ ბავშვს ხვალ შესაძლოა 7 წელი მიუსაჯონ არაფრისთვის.
ამ სამყაროში ცამდე მართალია მათე ბიჭი,
ჰოდა უბრალოდ მოდი,
შენი საქართველო,
ახლოდან რომ ნახო…

და მერე ერთად ვიბრძოლოთ ისეთი საქართველოსთვის,
რომელსაც ვიმსახურებთ.

თუ ვერ მოხვალ, უბრალოდ მათე დევიძე დაგუგლე, უბრალოდ ინფორმაცია მოიძიე რა ხდება,
მერაბ,
გვკლავენ როგორც ქვეყანას
და ხვალ შენს აშენებულ სპორტდარბაზებში რუსები ივლიან, რუსები დაეპატრონებიან და ბოლოს ქვეყანაში შემოსვლასაც აგიკრძალავენ ჰოდა უბრალოდ თუ ვერ მოხვალ,
ჩაგუგლე:
მათე დევიძე “, – წერს ქეთი მოლაშვილი.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე მარნეულის და ჰუჯაბის მეუფე გიორგის(ჯამდელიანს) მეუღლის ფოტოს ასაჯაროვებს
შემდეგი სტატიასია განახლებულია: ვინ დაიბარეს სასამართლოში Facebook-პოსტების გამო?