მერაბ ღოღობერიძე აღიარებს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ კამპანია მან დაიწყო

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორი მერაბ ღოღობერიძე პირველ კომენტარს აკეთებს. იგი აღარებს რომ სწორედ მან დაიწყო გამოსვლები, იმის გამო, მეგობრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად. პოლიციის უფროსმა ერთერთ სუფრაზე მან აჭარლები თათრებად მოიხსენია.
ღოღობერიძის განცხადებით, იგი სამართალდამცავებს ჯერჯერობით არ დუკითხავთ, თუმცა იგი მზად არის მათ კითხვებს უპასუხოს და სამართალდამცავების ზარს ელოდება.
“ის, რაც გუშინ მოხდა, მათი დანაშაული არის, მინდა გითხრათ, რომ იმდენად აგრესიულები იყვნენ, საზოგადოების თვალწინ მოხდა ადამიანების ცემა და ეს იყო პიკი,” – აცხადებს ღოღობერიძე.
“კურიერის” კორესპონდენტის კითხვაზე პასუხად ღოღობერიძე აცხადებს, რომ გადამწვარ ბათუმზე პასუხისმგებლობა უფრო ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს.
“მე მ,ჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ორგანოები დაადჰგენენ ჭეშმარიტებას. თუ დადასტურდება, რომ ის რაც მოხდა გუშინ მერაბ ღოღობერიძის მიერ იყო დაგეგმილი, მე უნდა მომეთხოვებოდეს პასუხი,” – განაცხადა ღოღობერიძემ.
იგი აცხადებს, რომ ის არ იღებს იმ დარბევაზე, რომლებიც ბათუმში გამტენიისას მოხდა, რადგან ეს უკვე თავად გაბრაზებულმა მოქალაქეებმა მოაწყვეს.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: სპეცრაზმის გამოსვლა მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაამტვრიეს, იყო ტრაგიკომიკური სამარცხვინო ნაბიჯი
შემდეგი სტატიაქართული ოცნება – უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ორგანიზება გაუწია ან ხელი შეუწყო ბათუმის მოვლენებს