მერაბ ბლადაძე: „ეს არ იყო თავისუფალი არჩევნები!“

14694697_1219324784757687_1355741159_n„მე და ჩემი ახლო მეგობრები არჩევნემზე დამკვირვებლის სტატუსით რომ არ ვყოფილიყავით, ვიფიქრებდით, რომ არჩევნები გაყალბდა – სხვანაირად რა დამაჯერებდა „პატრიოტთა ალიანსის“ ასეთ დაბალ შედეგს, მაგრამ რაც „ნაცებმა“ ფული დახარჯეს (კონვერტებით არიგეს, როგორც ქორწილში ეპატიჟებიან), რაც „ოცნებამ“ უბნებზე კოორდინატორები დანიშნა, სხვანაირი შედეგი არც იქნებოდა,“ – აცხადებს უფლებადმაცევლი მერაბ ბლადაძე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში იყო.
მისივე თქმით, ეს არ იყო თავისუფალი არჩევანი.
„ერთი მხრიდან მოსყიდვა, მეორე მხრიდან დაძალება უფრო იყო. რა სწყინთ „ნაცებს“ – მათ დააწესეს ასეთი სისტემა! ვიცი, რომ უნდა შეიცვალოს ასეთი მიდგომა, ამომრჩეველის მოსყიდვა და დაძალება. დანარჩენი იურისტების საქმეა და მთავრობის ნება,“ – აცხადებს ბლადაძე.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიად დარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა რესტორან წისქვილთან