მექსიკურმა ბანდამ პოლიციის თვითმფრინავი ჩამოაგდო

4ორგანიზებულ დანაშაულთა ჯგუფის წევრებმა პოლიციის ვეტმფრენი ჩამოაგდეს – შემთხვევა მექსიკაში, მიჩოაკანის შტატში მოხდა – ამის შესახებ პორტალი Milenio წერს.
ინფორმაცია რეგიონის გუბერნატორმა სილვანო აურეოლესმა, საკუთარ “ტვიტერ” ბლოგზე დაადასტურა. მისი სიტყვებით, 6 სექტემბერს პოლიცია ერთ-ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელის დასაკავებლად ოპერაციას ატარებდა, რომლის დროსაც დამნაშავეებმა შაშხანა Barrett-იდან გაუხსნეს ცეცხლი ვეტმფრენს.
ვეტმფრენში მყოფი სამი პოლიციელი და ერთი პილოტი გარდაიცვალნენ.
სავარაუდოდ, პოლიციასა და დანაშაულებრივ დაჯგუფებას შორის დაპირისპირება, დაჯგუფების ლიდერის ძმის მკვლელობამ გამოიწვია.
მიჩოაკანი მექსიკაში ერთ-ერთ საშიშ შტატად ითვლება, ზუსტად აქედან გადის სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში ნარკოტიკები.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიაში გამყინვარების დროინდელი სახლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაერდოღანმა ობამას წინადადება, სირიაში ერთობლივ ოპერაციაზე, მიიღო