მექსიკის საზღვართან გატაცებული ქართველები ისევ ნარკოკარტელის ტყვეობაში რჩებიან

თითქმის 5 დღეა საქართველოს მოქალაქეები მექსიკაში, დანაშაულებრივი ჯგუფის ტყვეობაში არიან. 30-ვე ქართველი თავს კარგად გრძნობს.გვარცელებული ინფორმაციით,  გამოსასყიდი თანხის ნაწილი უკვე შეგროვდა.

“თავს გრძნობენ კარგად. საჭმელს აჭმევენ, სასმელს აძლევენ, არ სცივათ, არ სწყურიათ. როგორც ვიცით, რაღაც ნაწილი თანხა შეიკრიბა, თანხის რაღაც ნაწილს ელოდებიან. მეტი ინფორმაციის გავრცელების უფლება არ გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ინტერესია, თითოეულმა მათგანმა თავი იგრძნოს კარგად და დაცულად. ადამიანის სიცოცხლეზეა ხომ აქ საუბარი. მათგან იყო ეს მოთხოვნა და თხოვნა იყო ამასთან ერთად, რომ გავჩერებულიყავით და აღარავისთვის აღარ მიგვემართა”, – ამბობს გატაცებულის ახლობელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით, არალეგალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლა სურდათ, თუმცა ისინი ტყვეობაში აღმოჩნდნენ. მექსიკურმა ნარკოკარტელმა მოქალაქეების ჯგუფი, სავარაუდოდ, 5 დღის წინ გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ორგანიზაცია გამოსასყიდის სახით 90 ათას დოლარს ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიჯონ კირბი – რუსეთში არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, პუტინმა დააპატიმრა პოლიტიკური ოპონენტები და ხელი შეუშალა სხვებს, ეყარათ კენჭი
შემდეგი სტატიაპუტინმა პირველად ახსენა ნავალნის გვარი-ვინც მესაუბრებოდა წინადადება ჯერ დასრულებული არ ჰქონდა, ვუთხარი – თანახმა ვარ