მექსიკის საავადმყოფოში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, 17 პაციენტი გარდაიცვალა

მექსიკაში, იდალგოს შტატაში ერთ-ერთ საავადმყოფოში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 17 პაციენტი გარდაიცვალა. წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რის შედეგადაც მდინარე ტულა ადიდდა.

როგორც BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილი პაციენტებიდან ნაწილი კოვიდინფიცირებული იყო. ასევე გამოცემის ცნობით, კლინიკიდან 40 პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა.

ოფიციალური მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად შტატის 30 000-ზე მეტი მოქალაქე დაზარალდა.

ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მეხიკოს ჩრდილოეთ გარეუბანში, სტიქიის შედეგად კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა