6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

მექსიკის პრეზიდენტი: ჩვენს მთავრობას სრული უფლება აქვს საწვავი კუბაში გაგზავნოს

ქვეყანას სრული უფლება აქვს, კუბაში საწვავი გაგზავნოს, იქნება ეს ჰუმანიტარული თუ კომერციული მიზნებისთვის,- განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შინბაუმმა.

ეს განცხადება კლაუდია შინბაუმმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კუბაში ნავთობის მიწოდებას არ შეუშლის ხელს, მათ შორის არც რუსეთიდან.

„მექსიკის მთავრობას სრული უფლება აქვს საწვავი კუბაში გაგზავნოს,იქნება ეს ჰუმანიტარული თუ კომერციული მიზნებისთვის, რადგან კუბაში კერძო კომპანიები არსებობს, არის სასტუმროები, სხვა კერძო სტრუქტურებიც, რომლებსაც საწვავი სჭირდებათ. ისინი ეძებენ კერძო მომწოდებლებს, სულაც არ არის სავალდებულო, რომ ეს მთავრობათაშორის ფორმატში მოხდეს. ჩვენთან მოვიდნენ კერძო სუბიექტები, რომლებსაც, მაგალითად, სურთ Pemex-ისგან საწვავის შეძენა და კუბაში კერძო ბიზნესებისთვის მიწოდება“, – აღნიშნა მექსიკის ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ბარელი ნავთობის ფასმა შესაძლოა, 200 დოლარს გადააჭარბოს
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის როლს კავკასიაში