მექსიკის არქიეპისკოპოსმა მარიამ ღვთისმშობელს ტრამპის გულის მოლბობა შესთხოვა

მექსიკის არქიეპისკოპოსმა, რობერტო რივერამ მარიამ ღვთისმშობელს, რომელიც მექსიკის მფარველად ითვლება, შესთხოვა აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტს გული მოულბოს მექსიკელ იმიგრანტებთან დაკავშირებით – “რადიო ფორმულა” ავრცელებს.
კარდინალმა მარიამ ღვთისმშობელს შესთხოვა “ტრამპის გაქვავებულ გულს შეეხოს”, რომ მან მექსიკელი ძმები დაინახოს და მათთან ლმობიერი იყოს. რივერის თქმით, მექსიკელები აშშ-ში უკეთესი ცხოვრების საძებნელად მიდიან, მაგრამ ახლა ისინი “გაურკვეველ პერსპექტივას” შეეჯახნენ.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტი თავის უფლებამოვალეობას 20 იანვარს შეუდგება. მან არა ერთხელ განაცხადა, რომ დაახლოებით 11 მილიონი მიგრანტის გადეპორტებას აპირებს. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მექსიკური პესო რეკორდულად დაეცა.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ ტიმოშენკოს პარტია დატოვა
შემდეგი სტატიაგაეროს გენერალური მდივანი “ალეპოს არაადამიანურობებზე” საუბრობს