მექსიკელ ნარკობარონ ელ ჩაპოს აშშ-ში სამუდამო პატიმრობა და 30 წელი მიუსაჯეს

ნიუ-იორკში ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ მექსიკელ ნარკობარონს ჰოაკინ გუსმანს, მეტსახელად ელ ჩაპო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ასევე, დაუმატა 30 წელი ციხე და 12,6 მილიარდი დოლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ბრალდების მხარემ ზუსტად ეს მოითხოვა სასამართლოსგან. 62 წლის ნარკობარონს თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ დამნაშავეს უწოდებენ. პროკურატურის ინფორმაციით, გუსმანი უკანასკნელი 25 წლის მანძილზე აშშ-ში 155 ტონა კოკაინის, მეტამფეტამინისა და მარიხუანას შეტანაშია ედება ბრალი. გარდა ამისა, მის საქმეში ფიგურირებდა მკვლელობები. სასამართლომ ელ ჩაპო 10 პუნქტში სცნო დამნაშავედ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაში20 ივნისის სისხლიანი დარბევა – სპეცრაზმელ ლევან იმერლიშვილს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიადაკავებული აქციის მონაწილე – „გავიარე პარლამენტთან, იქ მითხრეს არასწორი ინფორმაცია, რომ რუსები არიან ჩვენს პარლამენტშიო – ყველაფერს ვაცნობიერებ და ვნანობ“