33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ნატალია კორძაიას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იყო კონსული ისრაელის სახელმწიფოში, კანადასა და იტალიაში. ასევე, სხვადასხვა დროს, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში იკავებდა სამმართველოს უფროსის პოზიციას. 2023 წლიდან გახლავთ მილანში საქართველოს გენერალური კონსული“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“დარბაზში დაიძაბა ვითარება. სასწრაფო გვყავს გამოძახებული”- გიორგი შარაშიძე
შემდეგი სტატიაქვემო ქართლში ყალბი სარეცხი ფხვნილების საწარმო გამოავლინეს — დაკავებულია თურქეთის ორი მოქალაქე