მექსიკის ნაკრებმა ეკვადორის დამარცხებით, 1986 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა მოახერხა.
ისტორიული ფლეი-ოფის აღნიშვნას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მეგაპოლისში ჭყლეტა და მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ცნობით, სამი ადამიანია დაღუპული.
მიუხედავად მომხდარი ტრაგედიისა, მექსიკა ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებს და მერვედფინალში შესაძლოა ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდეს, თუ თომას ტუხელის გუნდი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სძლევს.

















